„მილანმა“ „ბრიუგესთან“ არდონ იაშარის ტრანსფერზე ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და იაშარი იტალიურ კლუბს 39 მილიონ ევროდ შეუერთდება. ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. იაშარს „მილანში“ გადასვლა სურდა და კლუბში ვარჯიშზეც უარს აცხადებდა.
არდონ იაშარმა „ბრიუგეში“ გასულ სეზონში 47 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის სამშობლოში, „ლუცერნის“ მაისურით თამაშობდა, სადაც 101 შეხვედრაში 9 გოლი მიითვალა. შვეიცარიის ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს ჩატარებული.






