"ლევერკუზენის" 32 წლის ფეხბურთელი გრანიტ ჯაკა შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შვეიცარიელი ფეხბურთელის დამატებით პრემიერლიგაში ახლად აღზევებული "სანდერლენდია" დაინტერესებული, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება და სატრანსფერო პერიოდში მათი დანახარჯი უკვე 100 მილიონს სცდება.
შეგახსენებთ, რომ ჯაკა "ლევერკუზენის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მას პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ჯაკა "არსენალის" ღირსებას 2016-2023 წლების სეზონში იცავდა.






