ფეხბურთი

15:59 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გიორბელიძემ "ერზურუმსპორთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გურამ გიორბელიძემ „ერზურუმსპორთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ქართველმა მცველმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„მე ძალიან მიყვარს ქალაქი და ჩვენი გუნდი და ბედნიერი ვარ. ჩვენი პრეზიდენტის გულწრფელობისა და ჩემს მიმართ მიდგომის წყალობით, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია“, - თქვა გურამმა.

გურამ გიორბელიძე „ერზურუმსპორს“ 2024 წელს შეუერთდა და 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სიონში“, „დილაში“, „ვოლფსბერგერში“, „დინამო დრეზდენში“, „ზაგლებიეში“, „დინამო ბათუმსა“ და „ვოივოდინაში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში გიორბელიძეს 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17083