სხვა

13:11 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძემ ოქტაგონზე დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ ოქტაგონზე დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა.

ქართველი "ნინჯა" ერთ-ერთ პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო ორთაბრძოლას სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის თვეში გამართავს. მისი თქმით, ჯერ ჯერობით მეტოქის ვინაობა უცნობია და მოლაპარაკებები რამდენიმე მებრძოლთან მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გიგა ჭიკაძე ბოლო ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უგანდელ დავიდ ონამასთან დამარცხდა. ქართველი მებრძოლი ამ წაგების შემდეგ რეიტინგში დაქვეითდა, თუმცა ერთი კვირის წინ განახლებულ რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც გიგა ისევ TOP15-შია.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის გიგა ჭიკაძეს MMA-ს რეკორდი 15 გამარჯვება და 5 მარცხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.18318
სარეკლამო ადგილი - 99
X x X