CNN Portugal-მა გამოაქვეყნა უმძიმესი კადრები, თუ როგორ იწვის მანქანა, რომელშიც დიოგო ჟოტა და მისი ძმა ისხნდნენ. კადრი სატვირთო მანქანიდან არის გადაღებული.
როგორც ცნობილი გახდა, სავარაუდოდ, ავარია დიდმა სისწრაფემ გამოიწვია. ზამორას პროვინციაში A-52 გზატკეცილზე ჟოტას ლამბორგინი ავარიაში მას შემდეგ მოჰყვა, რაც ფეხბურთელი წინ მიმავალი მანქანის გასწრებას მაღალი სიჩქარით ცდილობდა.
სწორედ ამ დროს, სავარაუდოდ, მანქანას საბურავი გაუსკდა, რამაც გზიდან მისი გადასვლა გამოიწვია, ხოლო ჯებირთან შეჯახების შედეგად აფეთქდა და დაიწვა. ტრაგედია ადგილობრივი დროით 00:30 საათზე მოხდა.