ფეხბურთი

2:00 | 22.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

40 წლის სანტი კასორლას ლიდერობით "ოვიედო" ლა ლიგაში 24-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

„რეალ ოვიედო“ 24-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდა. „ოვიედომ“ ლა ლიგა 2-ის პლეი-ოფის ფინალი მოიგო, რომლის ორმატჩიან დუელში „მირანდესი“ დაამარცხა.

„მირანდესმა“ პირველი მატჩი შინ 1:0 მოიგო და დღეს, სტუმრადაც მე-16 წუთზე დაწინაურდა, შედეგად, ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. თუმცა, 39-ე წუთზე სანტი კასორლამ შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში „ოვიედომ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა, მათ შორის, გადამწყვეტი მესამე გოლი დამატებით დროში, 103-ე წუთზე და თამაში 3:1 მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა და დიდი ხნის შემდეგ ელიტას დაუბრუნდა.

40 წლის სანტი კასორლამ „ოვიედოს“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, 35 მატჩში 5 გოლით და ამდენივე საგოლე პასით.

ლა ლიგაში „ოვიედომდე“ „ლევანტე“ და „ელჩე“ აღზევდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096146