ფეხბურთის ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა მცველმა, ჰიჩმან ბუხარიმ გაამხილა, თუ რამდენს გამოიმუშავებდა პორტუგალიელისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
ბუხარის თქმით, ის თავისი მომსახურებისთვის დღეში 1000 ევროს იღებდა. ეს ნიშნავს, რომ მან რონალდუს დაცვით დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მაროკოელმა აღიარა, რომ ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელი არ არის სარისკო კლიენტი.
„ჩვენი სამუშაო კლიენტის პროფილზეა დამოკიდებული. კრიშტიანუს შემთხვევაში, რომელთანაც ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, მისი პროფილი მაღალი რისკის შემცველი არ იყო, რადგან ხალხს მისი მოკვლა არ სურდა და მას სასიკვდილო მუქარა არ მიუღია. მას გულშემატკივრები ან ის ადამიანები ემუქრებოდნენ, რომლებსაც მისი გაძარცვა სურდათ. რამდენიმე სულელური ინციდენტი გვქონდა პაპარაცებთან ან გიჟ გულშემატკივრებთან, მაგრამ არაფერი სერიოზული. ის საუკეთესო უფროსია, ვინც კი ოდესმე მყოლია“, - ციტირებს ბუჰარის სიტყვებს The Telegraph Telecinco-ზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ რონალდო ამჟამად 40 წლისაა. პორტუგალიელმა ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.