ფეხბურთი

17:53 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "რომამ" "დინამო თბილისიდან" გიორგი ცეცხლაძე შეიძინა"

20 წლის გიორგი ცეცხლაძე საფეხბურთო კარიერას "რომაში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა laroma24.it-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი "დინამო თბილისიდან" კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს. თავდაპირველად ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. გამოცემის მტკიცებით ცეცხლაძე ამ წუთებში იტალიაში მიემგზავრება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

გიორგი ცეცხლაძე ამპლუით ნახევარმცველია, ის "დინამო თბილისის" მეორე გუნდში გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16565