ფეხბურთი

11:20 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩის დროს უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ერთა ლიგის ფინალური მატჩის დროს, სადაც პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

აღნიშნული ინფორმაცია მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ დაადასტურა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"სანამ დავიწყებდეთ, ნება მომეცით, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი გულშემატკივრის ოჯახს. სამწუხაროდ, სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამძიმარი მის ოჯახს“ - განმარტა ლუის დე ლა ფუენტემ.

უბედური შემთხვევა მატჩის დამატებით დროში მოხდა, გულშემატკივარი, რომლის ვინაობა და ეროვნება ჯერ ჯერობით უცნობია, მეორე იარუსიდან გადმოვარდა და იმ ადგილას დაეცა, სადაც ჟურნალისტებისთვის არის ადგილები განკუთვნილი. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ადგილი მალევე შემოსაზღვრა და დაზარალებული საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ ისტორიაში მეორედ მოიგო ერთა ლიგა და პირველია, ვინც ეს შეძლო.

პორტუგალია - ესპანეთი 2:2 პენ: 5:3 (1:2)

გოლები: 0:1 ზუბიმენდი (21), 1:1 მენდეში (26), 1:2 ოიარსაბალი (45), 2:2 რონალდუ (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163777