კალათბურთი

10:40 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერიაში ანგარიში გათანაბრდა, "ოკლაჰომამ" მეორე მატჩი დამაჯერებლად მოიგო (+VIDEO)

NBA-ს სუპერფინალის მეორე მატჩი "ოკლაჰომას" დარბაზში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა "ინდიანა პეისერსი" დამაჯერებლად 123:107 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1.

პირველი დაპირისპირების მსგავსად მთელი შეხვედრა "ოკლაჰომას" კარნახით მიმდინარეობდა და ამჯერად მოგება ხელიდან აღარ გაუშვიათ. მასპინძლებმა ყველა პერიოდი იმარჯვეს, გარდა ბოლო მეოთხედისა.

შეხვედრაში "ოკლაჰომას" მხრიდან საუკეთესო შაი გიანის-ალექსანდერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაა.

გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა 12 ივნისს "ინდიანას" დარბაზში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178967