UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ორგანიზაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ქართველი მანქანა ქვემსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია.
"გზა მერაბის დასამარცხებლად? ამაზე პასუხი არ მაქვს. შონ ომალი ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული იყო, თუმცა დვალიშვილმა ის დააფინიშა. ქართველი თავის წონაში ყველა დროის საუკეთესოა. ვფიქრობ, უმართან რემატჩი საინტერესო იქნებოდა. მეტოქეების ორჯერ დამარცხება, მის შთამბეჭდაობაზე მიუთითებს.
ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგი ჩხუბი მერაბს არა სენდჰეგენთან, არამედ ნურმაგომედოვთან ექნება. დვალიშვილს სურს რომ 2025 წელს ქამარი ორჯერ დაიცვას და მე წინააღმდეგი არ ვარ. რაც შეეხება ომალის, მან უნდა დაისვენოს და გადაწყვიტოს რა გეგმები აქვს", - თქვა დანა უაითმა.