ფეხბურთი

23:10 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილი: "ქვეყნის სახელით ვთამაშობთ და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა ფარერებთან ამხანაგურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

„საქართველოში თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგური იქნება თუ ოფიციალური, ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, რადგან ქვეყნის სახელით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, არ იქნება ისეთი ადვილი თამაში, როგორსაც ველოდებით. ვიბრძოლებთ, რომ მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. გიორგი ლორია ტოვებს ეროვნულ ნაკრებს, მადლობას ვუხდი მას ასეთი თავდადებისთვის და ამ თამაშით კარგ გაცილებას ვაჩუქებთ“, - თქვა გოჩოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165568
სარეკლამო ადგილი - 99
X x X