ფეხბურთი

22:12 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "ინტერის" თამაში პროგნოზირებადია, ნახეთ რას აკეთებდნენ კვარა, დემბელე და დუე"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეაფასა. მან „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩის (5:0) შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„შეიძლებოდა სიხარული ყოფილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად „ინტერი“ ყველანაირად განადგურდა. ხასიათი, ხარისხი, თამაში, იდეები, ყველაფერში მეტოქემ აჯობა. შეიძლება ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გაგიმართლოს, მაგრამ დიდი განსხვავება იყო. გასათვალისწინებელია, რომ მათ წინააღმდეგ ისტორიაში საუკეთესო გუნდი არ იყო. პსჟ-ს ფეხბურთელებს მწვრთნელმა ჩაუნერგა ერთი-ერთზე თამაშის იდეა, ეს იყო ყველაზე ცუდი მარცხი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში.

„ინტერის“ თამაში მარტივად წასაკითხია: მათ ერთი-ერთზე მოთამაშე ფეხბურთელები არ ჰყავთ. უბრალოდ შეხედეთ რა გააკეთეს, დუემ, ბარკოლამ, კვარამ და დემბელემ. „ინტერის“ თამაში კი ასეთია, პროგნოზირებადი, ზოგისთვის კარგად თამაშობს, ზოგისთვის ცუდად, მაგრამ ძალიან პროგნოზირებადია. დუემ ისინი გაანადგურა, კვარამ ფულბეკის პოზიციაზეც ითამაშა. ეს იყო საჩვენებელი თამაში. „ინტერს“ ეს სტილი კარგად გამოუვიდა „ბაიერნის“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად 3-4 საფეხურით უკანაა. ასე თუ ისე, შეიძლება ფინალში გახვიდე, როგორც ალეგრის „იუვენტუსმა“ მოახერხა, მაგრამ ფინალში გაკლია მენტალიტეტი, ხარისხი, ათასი სხვა რამ, რაც დამარცხებამდე მიგიყვანს. რთული იქნება ფეხზე წამოდგომა, თუ ეს წაგება „ინტერის“ ფეხბურთელების გონებაში დიდხანს დარჩება, როგორც მე დიდი ხნის განმავლობაში ესპანეთთან 0:4-ს ვერ ვივიწყებდი.

აზრი არ აქვს იმის ძებნას, ვისი ბრალია, ეს „ინტერისა“ და ინძაგის ჯვარზე გაკვრას ჰგავს. რა შეიძლებოდა შეცვლილიყო? თუ 4 წელია არასდროს შეგიცვლია თამაშის სტილი, დილით ვერ გაიღვიძებ და ახალ რამეს ვერ მოიგონებ. პრობლემა ისაა, რომ „ინტერის“ საწყისი 4 ცვლილებიდან 3 მცველი შევიდა მოედანზე“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით განიცადა მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168276