ფეხბურთი

21:05 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" ჯან პიერო გასპერინი ტოვებს, ახალ კლუბთან ის უკვე ახლოსაა

იტალიური „რომა“ დიდი შანსია ჯან პიერო გასპერინიმ ჩაიბაროს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

გასპერინი დღეს „ატალანტას“ ხელმძღვანელობას შეხვდა, რომელსაც ახალ კონტრაქტზე ვერ მოურიგდა, შედეგად, კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

სამაგიეროდ, მისი დამატება „რომას“ სურს და „ჯალოროსიც“ ახლოსაა მიზანთან. ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ჯან პიერო გასპერინი „ატალანტას“ 2016 წლიდან ავარჯიშებს და პატარა იტალიურ კლუბს მანამდე მისთვის არნახული შედეგები აჩვენებინა, მათ შორის, შარშან ევროპა ლიგა მოაგებინა.

„რომა“ კლაუდიო რანიერის შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს ტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168623