სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:44 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ მბაპეს ვერ გაასწრო: ლა ლიგაში ყველაფერი გაირკვა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ „ბილბაო“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. ეს მატჩი არაფერს წყვეტდა, მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა კილიან მბაპეს გადასწრების თეორიული, მიზერული შანსი.

პოლონელმა ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ბომბარდირობისთვის ეს არ ეყო: საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც 31 გოლი გაიტანა, რობერტ ლევანდოვსკი 27 გოლით მეორე ადგილს დასჯერდა.

„ბარსელონამ“ „ბილბაო“ „სან მამესზე“ 3:0 დაამარცხა, ლევანდოვსკის დუბლს ერთი გოლი დანი ოლმომ დაუმატა.

ლა ლიგაში ყველა ვერდიქტი ცნობილია:

„ბარსელონა“ ჩემპიონია (88 ქულით), მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ „რეალი“, „ატლეტიკო“, „ბილბაო“ და „ვილიარეალი“, ევროპა ლიგაზე „ბეტისი“ და „სელტა“ ითამაშებენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე - „რაიო ვალეკანო“.

ლა ლიგა 2-ში გავარდნენ „ლეგანესი“, „ლას პალმასი“ და „ვალიადოლიდი“. ლა ლიგა 2-დან აღზევდა „ლევანტე“, ხოლო დანარჩენი ორი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილი

1. ბარსელონა 38 28 4 6 102 39 63 88
2. რეალი 38 26 6 6 78 38 40 84
3. ატლეტიკო 38 22 10 6 68 30 38 76
4. ბილბაო 38 19 13 6 54 29 25 70
5. ვილიარეალი 38 20 10 8 71 51 20 70
6. ბეტისი 38 16 12 10 57 50 7 60
7. სელტა 38 16 7 15 59 57 2 55
8. რაიო ვალეკანო 38 13 13 12 41 45 -4 52
9. ოსასუნა 38 12 16 10 48 52 -4 52
10. მალიორკა 38 13 9 16 35 44 -9 48
11. სოსიედადი 38 13 7 18 35 46 -11 46
12. ვალენსია 38 11 13 14 44 54 -10 46
13. ხეტაფე 38 11 9 18 34 39 -5 42
14. ესპანიოლი 38 11 9 18 40 51 -11 42
15. ალავესი 38 10 12 16 38 48 -10 42
16. ჟირონა 38 11 8 19 44 60 -16 41
17. სევილია 38 10 11 17 42 55 -13 41
18. ლეგანესი 38 9 13 16 39 56 -17 40
19. ლას პალმასი 38 8 8 22 40 61 -21 32
20. ვალიადოლიდი 38 4 4 30 26 90 -64 16
თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175734