იურგენ კლოპმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რომას“ მწვრთნელი გახდება. უფრო მეტიც, გერმანელს ამ ეტაპზე თავისი თავი მწვრთნელის რანგში ვერ წარმოუდგენია.
„რომაში“ არ წავა, თუ სადმე წაგიკითხავთ, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში შეიძლება მწვრთნელი ვიყო, ეს ყველაფერი სისულელეა. ჩემი თავი მწვრთნელის როლში აღარ წარმომიდგენია. ყველაფერი ისედაც კარგადაა, სამ ფანტასტიკურ გუნდში ვიმუშავე და მეტი ეტაპი აღარ იქნება“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპს მწვრთნელად „მაინცში“, „დორტმუნდსა“ და „ლივერპულში“ უმუშავია, ხოლო ამჟამად „რედ ბულშია“ დასაქმებული, ოღონდ მენეჯმენტში.