ძიუდო

20:24 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურის ოქროს მედალი ევროპის ღია პირველობაზე

ლაშა ბექაური 9-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ესპანეთში, ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ლაშასთვის ეს პირველი ტურნირია, რომელშიც მონაწილეობს. ის ფორმაში დაბრუნებას ცდილობს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადოს.

ბექაურმა ხუთი მეტოქე დაამარცხა: ავსტრიელი საიფ-ისლამ ისლამანოვი, ფრანგი იოან ბენეზრა, ნიდერლანდელი ტიგო რენესი და ბრაზილიელი ჟოაო სეგატელე, ხოლო ფინალში ესპანელ დანიელ ნიეტოს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ბუდაპეშტი 13 ივნისიდან 19 ივნისამდე უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16736
სარეკლამო ადგილი - 99
X x X