ლაშა ბექაური 9-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ესპანეთში, ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის ფინალშია.
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ლაშასთვის ეს პირველი ტურნირია, რომელშიც მონაწილეობს. ის ფორმაში დაბრუნებას ცდილობს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადოს.
ბექაურმა ოთხი მეტოქე დაამარცხა: ავსტრიელი საიფ-ისლამ ისლამანოვი, ფრანგი იოან ბენეზრა, ნიდერლანდელი ტიგო რენესი და ბრაზილიელი ჟოაო სეგატელე, ხოლო ფინალში ესპანელ დანიელ ნიეტოს გაეჯიბრება.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ბუდაპეშტი 13 ივნისიდან 19 ივნისამდე უმასპინძლებს.