ფეხბურთი

1:15 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება მიღწეულია: "ლივერპულმა" ტრენტის შემცვლელი ბუნდესლიგაში იპოვა

„ლივერპულმა“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემცვლელი იპოვა. ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს პრინციპული შეთანხმება აქვს ნიდერლანდელ მცველთან.

„ლივერპული“ მზადაა „ლევერკუზენს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასია. ფრიმპონგს კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.

სწორედ ის შეცვლის ტრენტს, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალში“ გადავა.

ჟერემი ფრიმპონგი „ლევერკუზენში“ 2020 წელს „სელტიკიდან“ გადავიდა და მას შემდეგ 190 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162248