ფეხბურთი

1:20 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის და კვერნაძის გუნდები ბოლო ტურის წინ სერია C-ში გავარდნასთან ახლოს არიან

იტალიის სერია B-ში ბოლოსწინა, 37-ე ტური გაიმართა, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილის და გიორგი კვერნაძის გუნდები დამარცხდნენ, რის შემდგომაც სიტუაცია ძალიან გაირთულეს - დიდი შანსია, სერია C-ში გავარდნენ.

ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ სტუმრად უშუალო კონკურენტ „სამპდორიასთან“ 0:1 დამარცხდა, ლუკა 90 წუთი იყო მოედანზე, ხოლო კვერნაძის „ფროზინონე“ ასევე გასვლაზე „პალერმოსთან“ 0:2 დამარცხდა. კვერნაძემაც შეუცვლელად ითამაშა.

ბოლო ტურის წინ: „სალერნიტანა“ 39 ქულით მე-18 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში და ბოლო ტურში გასვლაზე 13 მაისს, „ჩიტადელას“ შეხვდება, რომელიც ასევე 39 ქულით მე-19 ადგილზეა. ასე რომ, ორივე გუნდისთვის ფინალია, მხოლოდ გამარჯვება გადაარჩენთ.

„ფროზინონეს“ 40 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა, ეს პლეი-აუტის ზონაა, მხოლოდ ქულით უსწრებს „სალერნიტანასა“ და „ჩიტადელას“, შესაბამისად, გასავარდნ ზონას. „ფროზინონე“ ბოლო ტურში სტუმრად, მართალია, უმოტივაციო, მაგრამ ლიგის ყველაზე ძლიერ გუნდს, „სასუოლოს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116156
სარეკლამო ადგილი - 99
X x X