ფეხბურთი

23:59 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

ავსტრიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „ზალცბურგი“ 4:2 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

ამ გამარჯვებით გრაცელებმა კონკურენციიდან „ზალცბურგი“ ჩამოიცილეს და ახლა მხოლოდ „ვოლფსბერგერსა“ და „აუსტრიას“ რჩებათ მისი გადასწრების შანსი.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მან ბუნდესლიგის 30 თამაშში 12 გოლი მიითვალა (ასევე, 4 საგოლე პასი), ხოლო ერთხელ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.

„შტურმი“ 39 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, 6 ქულით უსწრებს ორივეს კონკურენტს, რომლებსაც თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. გრაცული გუნდი ბოლო ორ ტურში „რაპიდს“ და „ვოლფსბერგერს“ შეხვდება, ოთხი ქულაც ეყოფა, რომ ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116897