ფეხბურთი

18:33 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი მარჯვენა მცველად შესაძლებელია, მთავარია, თავს კარგად გრძნობდეს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ განაცხადა, რომ გიორგი ქოჩორაშვილის მარჯვენა მცველად თამაში ერთ-ერთი ვარიანტია.

თუმცა, ამჟამად ქართველ ნახევარმცველს მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც „ელჩესთან“ თამაში ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას.

„ქოჩორაშვილი გარკვეულ დისკომფორტს განიცდის, რაც მას მთელი კვირის განმავლობაში ნორმალურად ვარჯიშის შესაძლებლობას არ აძლევდა. ჩვენთან ერთადაა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ითამაშებს თუ არა.

ქოჩორა მარჯვენა მცველად? ეს შესაძლებელია, მთავარია, ის თავს კარგად გრძნობდეს. ეს უფრო მეტად ამაზეა დამოკიდებული, ვიდრე ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, - თქვა კალერომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ლევანტე“ 67 ქულით მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება „ელჩეს“, რომელსაც 10 მაისს, 20:30 საათზე სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115229
სარეკლამო ადგილი - 99
X x X