კატალონიის „ბარსელონას“ გერმანელი გოლკიერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ეს ბოლო თვენახევარია, ბრაზითა და ბოღმით აღივსო „ყვითელი“ მედიის მიმართ და როდესაც საამისო საშუალება ეძლევა, ცოცხალსა და მკვდარს უტრიალებს ყველას, ვინც მისი ოჯახის შესახებ ტყუილებს ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ გერმანელი მეკარე თავის ცოლს, დანიელას დაშორდა და ამის შესახებ თავად ფეხბურთელმაც ისაუბრა. ტერ შტეგენი ამტკიცებს, რომ განშორების მიზეზი ცხოვრებისეულ დეტალებზე ბანალური შეუთანხმებლობაა, რაც სამწუხაროდ არახალი პრობლემაა ჩვენს დროში.
ზოგიერთ ევროპულ ბულვარულ გამოცემაში კი წერენ, რომ დაშორების მიზეზი დანელას ქმრისთვის ღალატი და სხვის საწოლში ბუღრაობაა, რაც თავმოყვარე გერმანელ მეკარეს აცოფებს და ყველას ფიცი-მტკიცით არწმუნებს, რომ გარიჯგვინებულ თავზე ჯერ რქები არ ამოსვლია.