ესპანეთის ლიგა ენდესას 30-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ მოულოდნელად „ბარსელონა“ 93:92 დაამარცხა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ „ლეიმა კორუნიამ“ პირველ ტაიმში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. საერთოდაც, მასპინძლებმა მხოლოდ მეორე პერიოდში აჯობეს „ბარსას“, თუმცა დიდი სხვაობით, 34:18, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ბექა ბურჯანაძეს კარგი თამაში ჰქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ქართველი კალათბურთელი 29 წუთში 15 ქულით, 3 მოხსნით, 3 პასით და 2 ჩაჭრით გამოირჩა. ბექამ 5-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ლეიმა კორუნია“ 7 მოგებით და 23 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 11 მაისს, „ბილბაოს“ ესტუმრება.