UFC-ის სომეხმა მებრძოლმა არმან ცარუკიანმა, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ქართველ მებრძოლს ისლამ მახაჩევის დანოკაუტება შეუძლია და საჩემპიონო ბრძოლას სამართლიანად ითხოვს.
"ილიასი და მახაჩევის ბრძოლა საინტერესო იქნება, მსუბუქ დივიზიონში ისლამისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ილიას და მე შემიძლია. ქართველს აქვს იმის ძალა და შესაძლებლობები, რომ მახაჩევი ნებისმიერ მომენტში დაანოკაუტოს. ილია შედარებით დაბალია და ისლამს ფეხში შესვლა გაუჭირდება, ამიტომ ვფიქრობ დისტანციაზე იჩხუბებს, როგორც ეს ვოლკანოვსკისთან მეორე ბრძოლაში გააკეთა. თოფურიას ძალიან ძლიერი ხელები და დარტყმები აქვს, ამასთან ერთად ჭიდაობაც კარგად შეუძლია, ვფიქრობ მახაჩევს ბევრ პრობლემებს შეუქმნის." - განაცხადა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მომდევნო ორთაბრძოლისთვის მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო და როგორც "ლეგენდამ" თავად გვამცნო, ის მომდევნო ბრძოლას UFC 317 - ზე 28 ივნისს გამართავს. ჯერ ჯერობით ილიას მეტოქის ვინაობა კვლავაც უცნობი რჩება.