თამაშგარე

22:20 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელი მწვრთნელი მეუღლემ საყვარელთან ურთიერთობაში კურიოზულად გამოიჭირა

„ალ-რაიანის“ მთავარი მწვრთნელი არტურ ჟორჟე ცოლს დაშორდა, რომელთანაც 30-წლიან ქორწინებაში იმყოფებოდა.

ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები: არტურ ჟორჟე ბრაზილიურ „ბოტაფოგოში“ მუშაობდა, სადაც გაიცნო მასზე 21 წლით უმცროსი, 32 წლის ჰანა სანტოსი, რომელიც კლუბის ტელევიზიაში ჟურნალისტად მუშაობდა.

სწორედ აქედან დაიწყო 53 წლის პორტუგალიელისა და ჰანას რომანი, რაც მეუღლემ ორიგინალურად გაიგო: ჟორჟე მეუღლეს ტელეფონზე ესაუბრებოდა, მაგრამ როცა ლაპარაკი დაასრულა, ზარის გათიშვა დაავიწყდა, იმ დროს მასთან ჰანა იმყოფებოდა და მეუღლემაც ტელეფონზე გაიგო მეუღლისა და მისი საყვარლის ამბავი... საბოლოოდ, ყველაფერი განქორწინებით დასრულდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებმაც დედასთან ცხოვრება აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ჰანა სანტოსი ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნილტონ სანტოსის შვილიშვილია. არტურ ჟორჟეს კარიერის უმეტესი ნაწილი „ბრაგაში“ აქვს გატარებული, ხოლო გასულ წელს „ბოტაფოგოს“ ბრაზილიის ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესი მოაგებინა, რის შემდგომაც „ალ-რაიანიდან“ ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღო, რასაც დათანხმდა და კატარულ კლუბში მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115897