ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში "ლაზიომ" საკუთარ მოედანზე "ბოდო გლიმიტს" უმასპინძლა და სტუმრად 0:2 წაგების ამოქაჩვა შეძლო, ძირითად დროში 2:0, დამატებითი დროის ჩათვლით კი 3:1 მოიგო, მაგრამ პენალტების სერიაში 2:3 დამარცხდა.
პატარა ნორვეგიულმა კლუბმა ნახევარფინალში გასვლით, არა მარტო საკუთარი, არამედ ნორვეგიული ფეხბურთის ისტორია დაწერა, რადგან ისინი გახდნენ პირველები, რომელმაც UEFA-ს ჩემპიონატების ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს. აქამდე ეს არცერთ ნორვეგიულ კლუბს არ გაუკეთებია.
ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ბოდო გლიმიტის" მეტოქე "ტოტენჰემი" იქნება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკ ბილბაოს" დაუპირისპირდება. ნახევარფინალური მატჩები 1-8 მაისს გაიმართება.