ფეხბურთი

16:33 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძლიერი გავლენა ლიგა 1-ზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში საქართველო ყველაზე გავლენიან ქვეყნებს შორისაა. ამაში იგულისხმება გოლები და საგოლე პასები.

იმის გათვალისწინებით, რომ ლიგა 1-ში სულ რაღაც სამი ქართველი ფეხბურთელია - ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია, ამ დრომდე მათ 33 გოლში მიიღეს მონაწილეობა, რაც ლიგა 1-ში ქვეყნებს შორის მერვე შედეგია.

18 გოლი და 15 საგოლე პასი - ასეთია ქართველების სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ლიგა 1-ში მხოლოდ იანვრიდან მოყოლებული თამაშობს.

მიქაუტაძემ 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 5 ასისტი), ისევე, როგორც დავითაშვილმა (7 გოლი, 7 ასისტი), ხოლო კვარაცხელიას მონაგარი ჯერ 5 საგოლე მოქმედებაა (2 გოლი, 3 ასისტი).

საქართველოზე უკეთესი შედეგი ამ მხრივ აქვთ მაროკოს (63), კოტ დივუარს (61), ბრაზილიას (50), პორტუგალიას (44), სენეგალს (41), ალჟირს (40) და ინგლისს (37). ბუნებრივია, აქ არ იგულისხმებიან ფრანგი ფეხბურთელები და შესაბამისად, საფრანგეთი.

კონკრეტულად ფეხბურთელებში მიქაუტაძესა და დავითაშვილზე (14-14), მეტი საგოლე მოქმედება მეისონ გრინვუდს (19), ევან გესანს (18), ჯონათან დავიდ (17), მოსეს საიმონს (16) და ემანუელ ემეგას (15) აქვთ, ხოლო ლუკას სტასენს (14) და მიკა ბიერეთს (14) იგივე მაჩვენებელი გააჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. კვარაცხელიას პსჟ უკვე გახდა ჩემპიონი, მიქაუტაძის „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114851
სარეკლამო ადგილი - 99
X x X