ისტორია

15:52 | 15.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ ლამპარდი: „მოურინიუმ „ჩელსიში“ პირველი დღიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“

„ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა და „ქოვენთრი სიტის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა თავისი მოგონებები გააზიარა ჟოზე მოურინიუს ადრეულ დღეებზე „ლურჯების" სათავეში. პორტუგალიელი ინგლისურ კლუბს 2004/2005 წლების სეზონის წინ ჩაუდგა სათავეში და მაშინვე ჩემპიონობამდე მიიყვანა.

„მახსოვს ის თავდაჯერებულობა, რომლითაც ჟოზე ლაპარაკობდა სეზონისწინა პირველი დღიდან. წავედით სიეტლში, მან შეხვედრა გამართა და გვითხრა, რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით. წინა წელს მეორე ადგილზე გავედით. მაგრამ ის შემოვიდა და გვითხრა, როგორ გავხდებოდით ჩემპიონები, რაც რაღაც საოცრება იყო პირველ დღეს.

შემდეგ ის ატარებდა შეხვედრებს, საუბრობდა თამაშების სტრუქტურაზე. წვრილმანებამდე წინასწარმეტყველებდა შედეგებს და ჩვენ ჩვეულებრივ მივყვებოდით მის სიტყვებს. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალი იყო.

არასდროს შემხვედრია ასეთი თავდაჯერებული მწვრთნელი, მისი მეთოდები აბსოლუტურად მუშაობდა, რადგან გვმატებდა პასუხისმგებლობას. ეს იყო ალბათ იმ ინტელექტუალური თამაშების სილამაზე, რომელიც მან ჩვენთან ერთად ითამაშა“, - ციტირებს The Telegraph ლამპარდის სიტყვებს.

მოურინიუ ამჟამად თურქული კლუბის „ფენერბაჰჩეს" მთავარი მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116653
სარეკლამო ადგილი - 99
X x X