4 აპრილს ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024/2025 წლების სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან“ მიდის. El Nacional-ის ცნობით, კევინით ლონდონის „ჩელსი“ და „არსენალი,“ ასევე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ დაინტერესდნენ.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი მზადაა ერთ-ერთ ამ კლუბში გადავიდეს და ეს ძალიან გულდასაწყვეტია „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელისთვის ხოსეპ გვარდიოლასთვის, რომელიც „სიტის" გულშემატკივრების მსგავსად ასეთ გადაწყვეტილებას ნამდვილ ღალატად მიიჩნევს. თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინათ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა ინგლისში თამაშს „მანჩესტერ სიტის“ დატოვების შემდეგ.
მიმდინარე სეზონში კევინ დე ბრუინმა საკლუბო დონეზე 33 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.