„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ჯეიმი კარაგერმა პრემიერლიგის 32-ე ტურის ბოლო მატჩში „იფსვიჩთან“ (2:2) ლონდონის „ჩელსის“ მიერ ქულების დაკარგვაზე ისაუბრა და სეზონის ბოლოს „ლურჯების" ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლო მოხვედრის შესახებ აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს.
„ეს არის დიდი დარტყმა. ეს არ არის მხოლოდ ორი დაკარგული ქულა, ეს არის ერთ-ერთი თამაში, როდესაც ფურცელს უცქერთ და ფიქრობთ: „გარანტირებული სამი ქულაა". გარდა ამისა, სეზონის დასრულებამდე „ჩელსის“ ძალიან რთული მატჩები რჩება.
ვერ ვხედავ მათი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის პერსპექტივას. „ნოტინგემ ფორესტს“ კიდევ შერჩა ბრძოლის უნარი, კვლავ იბრძვიან ოცნების ასასრულებლად. „ჩელსიში" ამას ვერ ვხედავთ, არ მგონია, მწვრთნელსა და გულშემატკივრებს შორის რეალური კავშირი იყოს... მეშინია „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თვალსაზრისით", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Chelsea News.