მედიამ კატალონიური „ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.
Onze Mondial-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ სტადიონის რეკონსტრუქციის საბოლოოდ დასრულებას სექტემბერში ელის.
„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს 70 ქულა აქვს. „ბლაუგრანა" მადრიდის „რეალს" ოთხი ქულით უსწრებს.
მომდევნო მატჩში „ლურჯ-ბროწეულისფერები“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდებიან. პირველი თამაში კატალონიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.