ჩოგბურთი

10:45 | 31.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსის ფინალში 19 წლის იაკუბ მეშიკმა დაამარცხა (+VIDEO)

სერბი ლეგენდარული ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ახლოს იყო კარიერის მე-100 ტურნირის ტიტულსა და რეკორდულ, მე-7 მაიამის მასტერსის თასსთან, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში 19 წლის ჩეხ იაკუბ მენშიკთან ორ სეტში დამარცხდა.

ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ჯოკოვიჩი ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა და კარიერაში პირველი მასტერსის ტიტული მოიპოვა. მენშიკმა მატჩის განმავლობაში 14 ეისი შეასრულა და გადამწყვეტ მომენტებში სტაბილურობა გამოავლინა, რამაც მის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.22479