UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ისლამის დამარცხება თუ ვინმეს შეუძლია, ეს ილიაა.
"მესმის თუ რატომ არიდებს თავს ისლამ მახაჩევი ილიასთან ჩხუბს და ამბობს, რომ მან საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს. მეც ასე მოვიქცეოდი ილია, რომ ორი წონის ჩემპიონობას ფიქრობდეს, მაგრამ მან ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი ვაკანტური დატოვა და ზედა წონაში ასე გადავიდა. ვთვლი ილია იმსახურებს ამ ბრძოლას, იქიდან გამომდინარეც, რომ რეალური ნომერ პირველი კონტენდერი ამ დივიზიონს არ ჰყავს. ისლამი კარგი მებრძოლია და მისი დამარცხება მხოლოდ ნოკაუტით არის შესაძლებელი და თუ ვინმეს მისი დამარცხება შეუძლია, ეს სწორედ ილიაა, რადგან მას საკმაოდ მძიმე ხელები აქვს და გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი შანსი სჭირდება." - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ 2024 წლის 18 თებერვალს სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა UFC-ის ქამარი.