სხვა

16:10 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მახაჩევის მენეჯერი: "ისლამს პოზიცია არ შეუცვლია, ილიამ საჩემპიონო ბრძოლა უნდა დაიმსახუროს"

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ი ორი დიდი ბრძოლის ერთ ქარდზე ჩატარებაზე აქტიურად მუშაობს, საუბარია ისლამ მახაჩევი VS ილია თოფურია და დუ პლესი VS ხამზატ ჩიმაევის, როგორც ცნობილი ხდდება დენა უაითს ამ ბრძოლების ჩატარება 28 ივნისს სურს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით საინტერესო განცხადებას აქვეყნებს ისლამ მახაჩევის ერთ-ერთი მენეჯერი, მისი თქმით ისლამს პოზიცია არ შეუცლია და თვლის, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს. ჯერ ჯერობით უცნობია შესთავაზა თუ არა UFC-იმ ოფიციალურად ისლამს ილიასტან ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი ტავისი სურვილით დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა. მან ბოლოს 2024 წლის 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ იბრძოლა, სადაც მეტოქე მესამე რაუნდში გათიშა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147335
სარეკლამო ადგილი - 99
X x X