ფეხბურთი

1:57 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ლიონი" ჩემპიონთა ლიგის ზონას ორ ქულაში მიუახლოვდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში „ლიონმა“ სტუმრად უშუალო კონკურენტი „ნიცა“ 2:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

პაულუ ფონსეკას გუნდმა მატჩის მიწურულს გაიტანა ორივე გოლი: ჯერ რაიან შერკიმ და შემდეგ ერნესტ ნუამამ.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად და ლიონელებმაც გოლები ამის შემდეგ გაიტანეს, მაგრამ ქართველს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„ლიონი“ 25 ტურის შემდეგ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ფონსეკას გუნდი 16 მარტს „ლე ავრს“ უმასპინძლებს, თუმცა, იქამდე ევროპა ლიგაზე „სტიაუას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12528