ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური დაპირისპირებაში მანჩესტერ "სიტიმ" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 2:3(მიმოხილვა) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივარმა საოცარი მატჩი იხილა, სადაც მადრიდელებმა გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიპოვეს.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ და შეხვედრა შეაფასა.
"დღევანდელი შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეგვეძლო გამარჯვება, თუმცა შანსი ბოლო წუთებში გავუშვით.ვფიქრობ შედეგი სამართლიანია, რადგან მადრიდელებმა ბევრი მომენტი შექმნეს და გატანის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა. ჩემი ფეხბურთელები ბევრს ნერვიულობდნენ და თავდაჯერება აკლდათ, ეს ყველაფერი უკვე მიმდინარე სეზონში ბევრჯერ მოხდა.უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და გამოვასწოროთ შეცდომები, წინ ნიუკასლთან მატჩია და შემდეგ მადრიდში." - განაცხადა გვარდიოლამ.
მადრიდის "რეალისა" და მანჩესტერ "სიტის" განმეორებით მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 19 თებერვალს გაიმართება.