„მანჩესტერ სიტი" „ბაიერის“ ორი ლიდერით დაინტერესდა. ესენი არიან გერმანელი ნახევარმცველი ფლორიან ვირცი და ნიდერლანდელი შუახაზელი ჯერემი ფრიმპონგი - გვამცნობს El Nacional.
22 წლის გერმანელი კევინ დე ბრუინის შემცვლელად განიხილება, რომელიც ზაფხულში შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს. ფლორიანისთვის „ქალაქელებს“ მოუწევს ევროპის წამყვან კლუბებთან კონკურენცია, მაგრამ მანჩესტერში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის სურვილი ითანამშრომლოს ხოსეპ გვარდიოლასთან, შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგეს.
რაც შეეხება ფრიმპონგს, მისი ხელმოწერა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კაილ უოკერი იჯარით შეუერთდა „მილანს“ ყიდვის ოფციით. „სიტის“ ხელმძღვანელობამ ორივე ფეხბურთელის ტრანსფერისთვის 200 მილიონი ევრო მოამზადა.
ვირცმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე 32 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფრიმპონგმა 31 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.