ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.
საქართველოს რიგებში მედლის შანსი ნიკა ეგაძეს ჰქონდა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, თუმცა თავისუფალი პროგრამის შემდეგ ეგაძე მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა და მედლის გარეშე დარჩა.
თავისუფალ პროგრამაში ნიკამ 151.93 ქულა მიიღო, ჯამში 243.87 ქულა დააგროვა, რაც მეოთხე საფეხურისთვის გამოდგა საკმარისი და მედლამდე ცოტა დააკლდა.
დღესვე, წყვილებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ, რომლებიც 190.15 ქულით მერვე ადგილზე გავიდნენ.
საქართველომ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა: ვერცხლი ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა, ხოლო ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა წყვილებში ბრინჯაოს დაეუფლნენ.