UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა მაიკლ ბისპინგს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ჭიდაობის და სიმტკიცის ჩვენებას აპირებს.
„ვფიქრობ ადვილი ბრძოლა არ იქნება, რადგან უმარი კარგი მებრძოლია და მე მას როგორც მებრძოლს პატივს ვცემ. ქართული ჭიდაობა და სიმტკიცე უნდა ვაჩვენო, დგომში დარჩენას და მისთვის სახეში რტყმას ვაპირებ, ვეცდები ფეხების ხშირ გამოყენებას და დისტანციის კონტროლს.დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი ძალიან ისიამოვნებს, რადგან ეს ჩხუბი საღამოს საუკეთესო ორთაბრძოლა იქნება“.-განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა 19 იანვარს UFC 311-ზე შედგება, ამავე ქარდის მთავარი ბრძოლა კი, ისლამ მახაჩევსა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება იქნება.