ფეხბურთი

10:26 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ განცხადება გაავრცელა დონარუმას ჯანმრთელობის შესახებ, რომელსაც 10 ნაკერი დასჭირდა

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის „მონაკოსთან“ მატჩში (4:2) მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას ტრავმის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„სახეზე მრავლობითი ჭრილობებით მიყენებული ტრავმის შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმა პარიზში გუნდთან ერთად დღეს საღამოს დაბრუნდება. ის ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იძულებული იქნება რამდენიმე დღე უმოქმედოდ დარჩეს", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დონარუმამ მოწინააღმდეგე ფეხბურთელ ვილფრიდ სინგოსთან სერიოზული შეჯახებისას დაშავდა. მეკარეს გასახდელში 10 ნაკერი დაადეს.

0.120716