ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
არველაძე აქციაზეა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აპროტესტებს ევროინტეგრაციაზე უარის თქმას:
„სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს სიტყვის მოძებნა. არ ვიცი, როგორ დავალაგო აზრი, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბოდიში მოვიხადო პირადად მე. ყველაზე მაგრად იმაზე მწყდება გული, რომ აქ 16-17 წლის ასაკში დავდიოდი და არ მეშინოდა, შეიძლება, რაღაც არ მესმოდა, მაგრამ არ მეშინოდა, ახლა კი, მეშინია. გარდა ამისა, მეგონა, რომ არასდროს არავის შემშურდებოდა, ფეხბურთმა რაღაც ნატვრები, სურვილები ამიხდინა, ამიტომ, მეგონა, რომ არავისი შემშურდებოდა, მაგრამ ახლა ამ ხალხის, ამ ახალგაზრდების მშურს, აი, იმ ნაცემი, დალეწილი ბიჭების მშურს, რადგან აქვთ ამის ატანის, გაძლების უნარი და იმედი, რომ ეს ქვეყანა იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არ ვიცი, მინდა, ყველა ნაცემ ადამიანს ბოდიში მოვუხადო“, - თქვა აჩი არველაძემ.