საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულს“ დაუკავშირეს.
GiveMeSport-ის ცნობით, ინგლისური კლუბი აკვირდება კვარაცხელიას ირგვლივ მიმდინარე სიტუაციას და მას მოჰამედ სალაჰის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავს. მოგეხსენებათ, ეგვიპტელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და ჯერ მის განახლებაზე შეთანხმებას მხარეები ვერ ახერხებენ.
თავის მხრივ, ვერც კვარაცხელია და "ნაპოლი" ახერხებენ შეთანხმებას კონტრაქტის განახლებაზე, ამის გამო კი, ტრანსფერის შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, სამაგიეროდ ცნობილია ის, რომ „ნაპოლი“ კვარას დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებს.
ასე რომ, არაა გამორიცხული, მომდევნო სეზონში კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელები გახდნენ. ქართველი მეკარე „ლივერპულმა“ გასულ ზაფხულს „ვალენსიადან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარით ესპანეთში დატოვა, თუმცა გიორგი „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.