ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში ლონდონის „არსენალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
მიკელ არტეტას გუნდმა მეორე ტაიმში გაუტანა მეტოქეს ორივე გოლი. თავი ჯერ იურენ ტიმბერმა გამოიჩინა, ხოლო შემდეგ ვილიამ სალიბამ. ეს იყო რუბენ ამორიმის პირველი წაგება „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელის რანგში.
„მანჩესტერი“ 14 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 28 ქულით მეორე-მესამე პოზიციას „ჩელსისთან“ ერთად იყოფს.