„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
ნიდერლანდელმა არ გამორიცხა, რომ იანვარში ფეხბურთელები დაიმატონ, მაგალითად კი, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი მოიყვანა, რომელიც გუნდს მომდევნო ზაფხულს შეუერთდება.
„სეზონის დასაწყისში ბევრჯერ ვთქვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარზე შანსს არ გამოვიყენებთ, ეს კლუბი ყოველთვის აჩვენებდა, რას აპირებდა. ასე მოვიქეცით მეკარის (მამარდაშვილი - რედ) შემთხვევაში, რომელიც ამჟამად ჩვენთან არ არის. ვიგრძენით, რომ იყო ამის გაკეთების შანსი და გავაკეთეთ.
კმაყოფილი ვარ შემადგენლობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლუბი შანსს თუ მიიღებს, არ გამოიყენებს, იცის, რისი გაკეთება შეუძლია. ამით არიან ცნობილი რიჩარდ ჰიუზი და მაიკლ ედვარდსი. ბუნებრივია, რომ გვაქვს საუბრები გუნდის გაძლიერებაზე და რა შანსი გვექნება ბაზარზე“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა, სეზონის ბოლომდე კი, იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა, ხოლო ინგლისში ქართველი მეკარე 2025 წლის ზაფხულში გადავა.