მადრიდის „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მანჩესტერ „იუნაიტედის“ მარჯვენა მცველის დიეგო დალოს შეძენას ეცდება.
აღნიშნულ ინფორმაციას Sky sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით მადრიდელები დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და მზად არიან პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, დანი კარვახალი ტრავმირებულია და გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.
დიეგო დალო მანჩესტერ „იუნაიტედის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მას მიმდინარე ინგლისის პრემიერლიგაში 13 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.