ფეხბურთი

17:12 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მცირე რეგრესი ფიფას რეიტინგში

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში მცირე უკუსვლა განიცადა. ვილი სანიოლის გუნდი ნოემბერში უკრაინას დაუზავდა (1:1), ჩეხეთთან დამარცხდა (1:2), რის შემდგომაც რეიტინგში 3.35 ქულა დაკარგა და 67-ე ადგილიდან 68-ე ადგილზე დაქვეითდა.

საქართველოს, რომელსაც ახლა 1362.21 ქულა აქვს, ჩრდილოეთ მაკედონიამ გადაასწრო.

...65. ალბანეთი - 1375.57 ქულა

66. ბურკინა ფასო - 1373.76

67. ჩრდ. მაკედონია - 1368.96

68. საქართველო - 1362.21

69. ფინეთი - 1361.53

70. ისლანდია - 1355.1

71. ჩრდ. ირლანდია - 1349.58

ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე, სომხეთი ამჟამად მე-100 ადგილზეა.

მოწინავე ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა: პორტუგალია და ნიდერლანდები თითო საფეხურით დაწინაურდნენ, ბელგია ორი ადგილით დაქვეითდა, ხოლო ათეულს დაუბრუნდა გერმანია. ლიდერი ისევ არგენტინის ნაკრებია.

1. არგენტინა - 1867.25 ქულა

2. საფრანგეთი - 1859.78

3. ესპანეთი - 1854.27

4. ინგლისი - 1813.81

5. ბრაზილია - 1775.85

6. პორტუგალია - 1756.12

7. ნიდერლანდები - 1747.55

8. ბელგია - 1740. 62

9. იტალია - 1731.51

10. გერმანია - 1703.79

ფიფა რეიტინგს 14 დეკემბერს განაახლებს და ეს იქნება 2024 წლის ბოლო რეიტინგი, რომელშიც ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან წელს სანაკრებო ფანჯარა აღარ არის.

ფიფას რეიტინგი სრულად...

0.11641