საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტური გორის „დილას“ და „სამგურალის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
გორელებმა ტაიმი შოთა შეყილაძის გოლით მოიგეს, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე ნიკა კალანდარიშვილმა უპასუხა. როდოლფო ვანოლის გუნდი ძალიან ახლოს იყო ქულასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ირაკლი ბუღრიძემ მასპინძლებს მოაგებინა.
„დილამ“ 58 ქულა დააგროვა და ლიდერობას „იბერიასთან“ ერთად იყოფს, იქვეა „ტორპედო“, რომელსაც 57 ქულა აქვს. მოკლედ, სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონობისთვის ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია. „დილა“ მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება. „სამგურალი“ 31 ქულით მეექვსეა და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი აქვს.
„დილა“ – „სამგურალი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 შეყილაძე (10), 1:1 კალანდარიშვილი (50), 2:1 ბუღრიძე (90)