ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ნადიმ ბაირამიმ ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა და წაგება გამოუყენებელ მომენტებს დააბრალა.
როგორც მან თქვა, იმედი აქვს, რომ რაც ჩეხეთთან ვერ გაიტანეს, საქართველოსთან გაიტანენ:
„ვიცოდით, რომ აგრესიულები იქნებოდნენ, გოლი ძალიან სწრაფად მივიღეთ. 10-15 წუთის შემდეგ კი, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. საქართველომ წააგო და ვფიქრობ, კვლავ ბრძოლაში ვართ. ორ დღეში მატჩი გვაქვს და იმედია, იმ გოლებს გავიტანთ, რომლებიც დღეს ვერ გავიტანეთ. ჩეხეთზე ჩვენზე უკეთესი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. მხოლოდ გრძელი პასებით თამაშობდნენ“, - თქვა ბაირამიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.