დორტმუნდის „ბორუსიისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანია „რედ ბულის“ სისტემაში მუშაობა.
„რამდენიმე თვის წინათ ვთქვი, რომ ჩემს თავს ვეღარ ვხედავ მინდვრის ხაზთან და ეს ასეა. მაგრამ მაინც მიყვარს ფეხბურთი და მუშაობა. კომპანია „რედ ბული“ მაძლევს სრულყოფილ პლატფორმას ამისათვის. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე.
ყველამ ვიცით, რომ ბევრად უფრო წარმატებული მწვრთნელები არსებობენ, მაგრამ ჩემს კარიერაში ვიბრძოლე დაწინაურებისთვის, ვიბრძოდი ტიტულებისა და თასებისთვის. ხან ვერ ვახერხებდით, ხან ვახერხებდით. მასთან გამკლავება ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. ისევ მინდა სწავლა, რადგან როცა სამსახურში ხარ და სამ დღეში ერთხელ გიწევს თამაში, ამისთვის დრო ძლივს გრჩება“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს This is Anfield.
გერმანელი სპეციალისტი 1 იანვრიდან „რედ ბულის“ საფეხბურთო სტრუქტურის გლობალური ხელმძღვანელი გახდება. სტრუქტურის გუნდები არიან: „ლაიპციგი“ (გერმანია), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „ლიდსი“ (ინგლისი), „ნიუ იორკი“ (აშშ), „ომია არდია“ (იაპონია) და „ბრაგანტინო“ (ბრაზილია).